სასკოლო პროექტი : „გაიგე მეტი ადგილობრივ თვითმმართველობაში მონაწილეობის ფორმების შესახებ“
ქ.წალენჯიხის N 5 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა დაგეგმეს სასკოლო პროექტი, რომლის სახელწოდებაა„გაიგე მეტი ადგილობრივ
თვითმმართველობაში მონაწილეობის
ფორმების შესახებ“.
ცნობიერების ამაღლება და საკუთარი
მონაწილეობის მნიშვნელობის გააზრება. ამ პროექტით მოსალოდნელი შედეგებია რომ გაიზრდება სასკოლო საზოგადოების
ჩართულობა.გამყარდება კავშირი არა
მხოლოდ სკოლის სტრუქტურულ
ერთეულებთან, არამედ გარე
ორგანიზაციებთან. ამ პროექტის დაგეგმილი აქტივობებია:
1.მოსწავლეები ჩაატარებენ გამოკითხვას
სკოლაში და თემში, სახელწოდებით
ვიცი ადგილობრივ თვითმმართველობაში
მონაწილეობის ფორმის შესახებ!“
აქტივობის მიზანია მოსწავლეებმა
მიიღონ ინფორმაცია თუ რა იციან
საზოგადოების წევრებმა ადგილობრივი
თვითმმართველობის საქმიანობის
შესახებ.
2.“ერთი დღე თვითმმართველობაში“.
აქტივობის ფარგლებში მოსწავლეები
შეხვდებიან ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლებს,
ისაუბრებენ მოქალაქეთა მონაწილეობის
ფორმებზე.
3.ელექტრონული ბლოგის შექმნა,
რომელშიც განთავსდება დემოკრატიის
პრინციპებზე ინფორმაცია.სამუშაო
შეხვედრების მოწყობა ბლოგის შექმნაზე,
ბლოგის დიზაინის არჩევა. ბლოგის
შექმნისა და დამუშავების შემდეგ
ნამუშევრებს გამოაქვეყნებენ სკოლის
გვერდზე.
პროექტის შეჯამება შეფასება:
მოსწავლეები სკოლის საზოგადოებას
წარუდგენენ განხორციელებული
პროექტს, შეაფასებენ და შეაჯამებენ
Комментарии
Отправить комментарий