მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები -2022

2022წლის 11 ოქტომბერი საინტერესოდ დაიწყო ქ.წალენჯიხის N5საჯარო სკოლაში.ჩატარდა მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები. საარჩევნო პროცედურები ჩატარდა კანონმდებლობის შესაბამისად. შეირჩა საარჩევნო კომისია, გადანაწილდა ფუნქციები. საარჩევნო კანდიდატებად დარეგისტრირდნენ: ●მარიამ კაკაჩია ●ელენე ციმინტია ●სოფიო კვარაცხელია ●ვიკა გახარია ●მონიკა ჯაბუა ●საბა ანთია მოსწავლეთა 90% -მა მიიღო მონაწილეობა. ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მოაგროვეს: ♡ვიკა გახარიამ ♡სოფიო კვარაცხელიამ გილოცავთ და კიდევ მეტ წარმატებებს გისურვებთ! მადლობა ყველა მოსწავლეს აქტიურობისთვის! მადლობა სკოლის ადმინისტრაციას თანამშრომლობისთვის!