Сообщения

სასკოლო პროექტი : „გაიგე მეტი ადგილობრივ თვითმმართველობაში მონაწილეობის ფორმების შესახებ“

ქ.წალენჯიხის N 5 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა დაგეგმეს სასკოლო პროექტი, რომლის სახელწოდებაა„გაიგე მეტი ადგილობრივ თვითმმართველობაში მონაწილეობის ფორმების შესახებ“. ცნობიერების ამაღლება და საკუთარი მონაწილეობის მნიშვნელობის გააზრება. ამ პროექტით მოსალოდნელი შედეგებია რომ გაიზრდება სასკოლო საზოგადოების ჩართულობა.გამყარდება კავშირი არა მხოლოდ სკოლის სტრუქტურულ ერთეულებთან, არამედ გარე ორგანიზაციებთან. ამ პროექტის დაგეგმილი აქტივობებია: 1.მოსწავლეები ჩაატარებენ გამოკითხვას სკოლაში და თემში, სახელწოდებით ვიცი ადგილობრივ თვითმმართველობაში მონაწილეობის ფორმის შესახებ!“ აქტივობის მიზანია მოსწავლეებმა მიიღონ ინფორმაცია თუ რა იციან საზოგადოების წევრებმა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ. 2.“ერთი დღე თვითმმართველობაში“. აქტივობის ფარგლებში მოსწავლეები შეხვდებიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ისაუბრებენ მო

მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები -2022

Изображение
     2022წლის 11 ოქტომბერი საინტერესოდ დაიწყო ქ.წალენჯიხის N5საჯარო სკოლაში.ჩატარდა მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები. საარჩევნო პროცედურები ჩატარდა კანონმდებლობის შესაბამისად. შეირჩა საარჩევნო კომისია, გადანაწილდა ფუნქციები. საარჩევნო კანდიდატებად დარეგისტრირდნენ: ●მარიამ კაკაჩია ●ელენე ციმინტია ●სოფიო კვარაცხელია ●ვიკა გახარია ●მონიკა ჯაბუა ●საბა ანთია მოსწავლეთა 90% -მა მიიღო მონაწილეობა. ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მოაგროვეს: ♡ვიკა გახარიამ ♡სოფიო კვარაცხელიამ გილოცავთ და კიდევ მეტ წარმატებებს გისურვებთ! მადლობა ყველა მოსწავლეს აქტიურობისთვის! მადლობა სკოლის ადმინისტრაციას თანამშრომლობისთვის!